კინო/ტელევიზია
06 February
The Last of Us-ის შემქმნელი, ქრეიგ მეიზინი, Baldur's Gate-ის სერიალზე იმუშავებს
HBO-ს ჰიტ სერიალ The Last of Us-ის შემქმნელი, ქრეიგ მეიზინი, Baldur's Gate-ის სამყაროზე დაფუძნებულ ახალ პროექტზე მუშაობს. Dungeons & Dragons-ის სამყაროში განვითარებული პოპულარული როლური თამაშის, Baldur's Gate 3-ის ტელეადაპტაცია მოქმედებას თამაშის დასრულებისთანავე გააგრძელებს და არ ეცდება მისი სიუჟეტის თავიდან მოყოლას. მეიზინი, რომელიც D&D-ისა და Baldur's Gate-ის დიდი ფანია, სერიალის შოურანერი იქნება.