კინო/ტელევიზია
03 February
„მონარქი: ურჩხულების მემკვიდრეობა“ მეორე სეზონით ბრუნდება: ნახეთ ახალი ტრეილერი
Apple TV+-ზე სერიალ „მონარქი: ურჩხულების მემკვიდრეობა“ (Monarch: Legacy of Monsters) მეორე სეზონის პრემიერა პარასკევს, 27 თებერვალს შედგება. Legendary-ის მონსტროვერსში განვითარებული სერიალი ახალ თავგადასავლებსა და მოულოდნელ ტიტანებს გვპირდება. გამოვიდა სერიალის ახალი ტრეილერიც, რომელიც მომავალი სეზონის დრამატულ სიუჟეტსა და ახალი, იდუმალი ტიტანის, Titan X-ის, პირველ კადრებს გვაჩვენებს.