კინო
22 February
Amazon MGM Studios-ი ფანტასტიკური ბესტსელერის ეკრანიზაციას ამზადებს
Amazon MGM Studios-მა შეიძინა უფლებები შენონ ჯ. სპანის სადებიუტო ფანტასტიკური რომანის „სცენა ბოროტმოქმედთათვის“ (A Stage Set for Villains) კინოადაპტაციისთვის. წიგნი ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკ თაიმსის ახალგაზრდული ლიტერატურის ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე მოხვდა. ფილმის პროდიუსერები იქნებიან ლიზ პელეტიე და შერილ კლარკი, მათი კომპანია Premeditated-ის მეშვეობით.