კინო
22 February
საშინელებათა ფილმმა „Psycho Killer“ Rotten Tomatoes-ზე 0%-იანი შეფასება მიიღო
რეჟისორ გევინ პოლონის ახალმა საშინელებათა ფილმმა „Psycho Killer“, რომელშიც ჯორჯინა კემპბელი და ჯეიმს პრესტონ როჯერსი მონაწილეობენ, Rotten Tomatoes-ზე კრიტიკოსებისგან შოკისმომგვრელი 0%-იანი შეფასება მიიღო. მაყურებელთა შეფასებაც არ არის ბევრად უკეთესი – 34%. ფილმი, რომელიც გამოსვლამდე კრიტიკოსებისთვის არ უჩვენებიათ, ძირითადად მსახიობობისა და ზოგადი სიუჟეტის გამო გააკრიტიკეს.