სკარლეტ იოჰანსონის მონაწილეობით ბლოკბასტერი „იურული სამყარო: აღორძინება“ Netflix-ზე გამოვიდა
ოსკარზე ნომინირებული მსახიობ სკარლეტ იოჰანსონის მონაწილეობით ფილმი „იურული სამყარო: აღორძინება“, რომელიც 2025 წელს გამოვიდა და სალაროებში უდიდესი წარმატება მოიპოვა, დღეიდან Netflix-ზეა ხელმისაწვდომი. „იურული პარკის“ ფრენჩაიზის მეშვიდე ნაწილმა მსოფლიო მასშტაბით 869 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ნომინირებული იყო საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის ოსკარის 98-ე დაჯილდოებაზე.