კინო და ტელევიზია
06 February
ჯერემი სტრონგი Netflix-ის სერიალ "Crossroads"-ის ადაპტაციაში მთავარ როლს შეასრულებს
მსახიობი ჯერემი სტრონგი, რომელიც ცნობილია სერიალიდან "Succession", Netflix-ის ახალ სერიალში – ჯონათან ფრანზენის რომანის "Crossroads" ადაპტაციაში – როგორც მთავარ როლს შეასრულებს, ისე აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება. სერიალი 1970-იანი წლების დასაწყისში ვითარდება და შუადასავლეთის პასტორისა და მისი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებაც საეკლესიო სკანდალის გამო ირღვევა.