„ამერიკული საშინელებათა ისტორია“: მე-13 სეზონის დეტალები და ვარსკვლავური შემადგენლობის დაბრუნება
სერიალ „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მე-13 სეზონის გადაღებები 2026 წლის დასაწყისში დაიწყება. ჰორრორ სერიალი მის რობიშოს გამორჩეული ახალგაზრდა ქალბატონების აკადემიაში ბრუნდება და მაყურებელს ორიგინალური სამსახიობო შემადგენლობით წარუდგება, რომელშიც შედიან სარა პოლსონი, ევან პიტერსი, ანჯელა ბასეტი, ქეთი ბეიტსი, ემა რობერტსი, ბილი ლორდი, გაბური სიდიბე, ლესლი გროსმანი, არიანა გრანდე და, რაც მთავარი სიურპრიზია, ჯესიკა ლენგი. პრემიერა 2026 წლის 31 ოქტომბერს, ჰელოუინზეა დაგეგმილი და სეზონი „კუდიანთა