ანა დე არმასი და ჯენიფერ კონელი Apple TV+-ის ახალ ჯაშუშურ თრილერში ითამაშებენ
მსახიობები ანა დე არმასი და ჯენიფერ კონელი Apple TV+-ის ახალ ჯაშუშურ სერიალში, სახელწოდებით „უსაფრთხო სახლები“ (Safe Houses), ითამაშებენ. პროექტის სცენარისტი სერიალ „სამშობლოს“ (Homeland) ავტორი გიდეონ რაფია, ხოლო სერიალი დენ ფესპერმანის რომანს ეფუძნება. დე არმასი ასევე მონაწილეობს მომავალ ფსიქოლოგიურ თრილერში „ოფლი“ (Sweat).