ანიმე სიახლეები
06 February
„ჯუჯუცუ კაიზენი 3: გამწმენდი თამაში“ - ჰაჯიმე კაშიმოს როლში რიოჰეი კიმურა და სერიების განრიგი ცნობილია
„ჯუჯუცუ კაიზენის“ მესამე სეზონის პირველი ნაწილის, „გამწმენდი თამაშის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა რიოჰეი კიმურა ჰაჯიმე კაშიმოს როლში დაამტკიცა. კაშიმო უკვე გამოჩნდა ანიმეს 53-ე ეპიზოდში. 12 თებერვალს 54-ე ეპიზოდის ეთერში გასვლის შემდეგ, 19 თებერვალს სეზონის შემაჯამებელი სპეცეპიზოდი გავა, ხოლო 26 თებერვლიდან 26 მარტამდე კი 55-59 ეპიზოდები. იოშიკო საკაკიბარა ტენგენს გაახმოვანებს და მთხრობლის როლს გააგრძელებს.