კინო და ტელევიზია
13 February
Netflix-მა Duffer Brothers-ის ახალი საშინელებათა სერიალის, „რაღაც ძალიან ცუდი მოხდება“, თიზერი გამოაქვეყნა
Netflix-მა გამოაქვეყნა სერიალ „რაღაც ძალიან ცუდი მოხდება“ (Something Very Bad Is Going To Happen) პირველი თიზერ-ტრეილერი. ეს არის 8-ეპიზოდიანი საშინელებათა დრამა Stranger Things-ის შემქმნელებისგან, რომელიც ქორწილის წინა კვირაში ნეფე-პატარძლის საბედისწერო ისტორიას მოგვითხრობს. სერიალის პრემიერა 2026 წლის 26 მარტსაა დაგეგმილი.