„უცნაური ამბების“ სამყარო ბრუნდება: ახალი ანიმაციური სერიალი 1985 წელს მიგვიყვანს
პოპულარული სერიალის „უცნაური ამბების“ ფინალიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ფანებს გულდასაწყვეტი არაფერი აქვთ. მალე გამოვა ანიმაციური სერიალი „Stranger Things: Tales From ’85“, რომელიც ახალ თავგადასავლებს შემოგვთავაზებს უკუღმა სამყაროში, სადაც საყვარელი პერსონაჟები აქამდე უცნობ მონსტრებს შეხვდებიან. სერიალის მოქმედება 1985 წელს, ძირითადი სერიალის მე-2 და მე-3 სეზონებს შორის ვითარდება.