2027 წლის „სანდენსის“ კინოფესტივალი კოლორადოში, ქალაქ ბოულდერში გაიმართება
„სანდენსის“ კინოფესტივალი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იუტას შტატის ქალაქ პარკ-სიტიში იმართებოდა, 2027 წლიდან ახალ ადგილას, კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში გადაინაცვლებს. ფესტივალი 21-31 იანვარს ჩატარდება და 11 სხვადასხვა ლოკაციას გამოიყენებს. გადაწყვეტილება მზარდმა ხარჯებმა და პარკ-სიტიში ხელმისაწვდომობის პრობლემებმა განაპირობა.