კინო
17 February
„მანდალორელი და გროგუ“ – პირველი ფილმის თრეილერი პედრო პასკალის სახეს ავლენს!
ვარსკვლავური ომები 7-წლიანი პაუზის შემდეგ დიდ ეკრანებს უბრუნდება ფილმით „მანდალორელი და გროგუ“. ახალი თრეილერი სავსეა მოქმედებით, არსებებით, კამეოებით და, რაც მთავარია, პედრო პასკალის სახის გამოჩენით, რადგან დინ ჯარინი ნიღაბს იხსნის. ფილმში ვიხილავთ ნაცნობ პერსონაჟებს, როგორებიცაა როტა ჰატი, ჰატის ტყუპები, ზებ ორელიოსი, ემბო და პატარა გრიდო. „მანდალორელი და გროგუ“ კინოთეატრებში 22 მაისს გამოვა.