Netflix-ზე სერიალი „გააზრებულად მკვლელობა“ მეორე სეზონით ბრუნდება: ცნობილია პრემიერის თარიღი და დეტალები
გერმანული კრიმინალური კომედიური სერიალი „გააზრებულად მკვლელობა“ (Achstam Morden) Netflix-ზე 28 მაისს მეორე სეზონით ბრუნდება. კარშტენ დუსეს ბესტსელერ წიგნებზე დაფუძნებული შოუს 8 ახალი ეპიზოდი მოგვითხრობს მთავარი გმირის, ბიორნ დიმელის, შინაგან ბავშვთან გამკლავებისა და მისი უცნაური ცხოვრების შესახებ, სადაც ის ყოფილი ადვოკატიდან მაფიის წარმომადგენლად იქცა. Netflix-მა სერიალის მესამე სეზონსაც მწვანე შუქი აუნთო.