ჯონ უიკის ახალი ვიდეოთამაში მუშავდება – კიანუ რივზი ლეგენდარულ მკვლელს გაახმოვანებს
Saber Interactive-მა და Lionsgate-მა ჯონ უიკის ახალი AAA ვიდეოთამაშის შექმნა დააანონსეს, რომელშიც ლეგენდარულ მკვლელს კვლავ კიანუ რივზი გაახმოვანებს. ერთმოთამაშიანი, მესამე პირის ხედვით თამაში ხელმისაწვდომი იქნება PS5-ზე, Xbox Series X-სა და PC-ზე და გააფართოებს ფრენჩაიზის სამყაროს.