კინო
14 February
ჰიდეში ჰინოს მანგა „ცოცხალი გვამი“ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ფილმად გადაკეთდება
Hino Production-მა განაცხადა, რომ ჰიდეში ჰინოს საშინელებათა მანგა „კაიკი! შინიქუ ნო ოტოკო“ (ცოცხალი გვამი) სრულად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გადაკეთდება ფილმად. 70-წუთიანი ფილმის პრემიერა ივლისშია დაგეგმილი, ხოლო მისი პრეზენტაცია 29 აპრილს გაიმართება. სცენარი Chat GPT-ის დახმარებით იწერება, ხოლო ხმოვან როლებს ცნობილი მსახიობები და მანგას შემქმნელები ახმოვანებენ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.