მედია
14 February
New York Daily News-მა პერსონალის 28% შეამცირა პროფკავშირთან შეთანხმებიდან სამი თვის შემდეგ
გაზეთ New York Daily News-ში, მფლობელი კომპანია Alden Global Capital-ის გადაწყვეტილებით, დასაქმებულთა 28%-ის, მათ შორის ეროვნული დესკის ნახევარზე მეტის, შემცირება მოხდა. ეს გადაწყვეტილება პროფკავშირული ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ რაღაც სამ თვეში მიიღეს, რამაც პროფკავშირის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. პროფკავშირი აცხადებს, რომ Alden-ს არ აინტერესებს ადგილობრივ ჟურნალისტიკაში ინვესტირება.