კინო და ტელევიზია
24 February
ჰანს ციმერი Netflix-ის სერიალის „ყველა ცოდვილი სისხლს ღვრის“ მუსიკალურ გაფორმებაზე იმუშავებს
ცნობილი კინოკომპოზიტორი ჰანს ციმერი და მისი კოლექტივი Bleeding Fingers Music, Netflix-ის მომავალი სერიალის „ყველა ცოდვილი სისხლს ღვრის“ (All the Sinners Bleed) მუსიკალურ გაფორმებაზე იმუშავებენ. სერიალი S.A. კროსბის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაა, რომლის რეჟისორი, სცენარისტი და შოურანერი ჯო რობერტ კოული იქნება. პროექტში ასევე ჩართულები არიან The Obamas’ Higher Ground Productions და Amblin Television. ციმერის თქმით, მუსიკა გადამწყვეტ როლს შეასრულებს რწმენას, ძალადობასა და გამოსყიდვას შორის