პოლ უესლი Star Trek-იდან AppleTV-ის სერიალ „მეკობრეების“ მესამე სეზონის ქასთს უერთდება
მსახიობი პოლ უესლი, რომელიც ცნობილია როლებით სერიალებში „ვამპირის დღიურები“ და „ვარსკვლავური გზა: უცნაური ახალი სამყაროები“, AppleTV-ის ისტორიული დრამის, „მეკობრეების“ მესამე სეზონის ქასთს შეუერთდა. უესლი სერიალში იდუმალ უცნობ ფრენკის განასახიერებს. სერიალის გადაღებები უკვე დაწყებულია.