კინო
12 February
ფილმ „მტაცებელი: უკაცრიელი მიწების“ „შემმაშფოთებელი“ თრეილერი დიდ ბრიტანეთში აკრძალეს
„დისნეის“ ფილმის, „მტაცებელი: უკაცრიელი მიწების“ უახლესი თრეილერი დიდ ბრიტანეთში სარეკლამო სტანდარტების ორგანომ (ASA) აკრძალა, რადგან მისი კონტენტი მცირეწლოვნებისთვის „შემმაშფოთებლად“ მიიჩნიეს, მიუხედავად ფილმის PG-13 რეიტინგისა. აკრძალვა კონკრეტულად ორწამიან კადრს ეხება, რომელიც ძალადობრივ სცენას ასახავს. „დისნეიმ“ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აცხადებს, რომ ფილმი ბავშვებზე არ არის გათვლილი.