თამაშები
19 February
Xbox-ი Free Play Days-ის ბოლო ღონისძიებაზე მომხმარებლებს ოთხ უფასო თამაშს ჩუქნის
Xbox-ი Free Play Days-ის ბოლო ღონისძიების ფარგლებში მომხმარებლებს 23 თებერვლამდე ოთხ უფასო თამაშს (Battlefield 6, Chip 'n Clawz vs. The Brainioids, Polterguys: Possession Party, Sunderfolk) სთავაზობს. ჟანრობრივი მრავალფეროვნების გამო, ყველა გემოვნების მოთამაშისთვის მოიძებნება სასურველი სათაური, იქნება ეს FPS, ქაოტური ექშენ-თამაში, მისტიკური წვეულების თამაში თუ რიგზე დაფუძნებული ტაქტიკური RPG.