კინო/ტელევიზია
30 January
გამოვიდა „Chiruran: Shinsengumi Requiem“-ის ლაივ-ექშენ ადაპტაციის თიზერი, ცნობილია პრემიერის დეტალები
ეიჯი ჰაშიმოტოსა და შინია უმემურას მანგა „Chiruran: Shinsengumi Requiem“-ის ლაივ-ექშენ ადაპტაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა თიზერ ვიდეო გამოაქვეყნა. ადაპტაცია პრემიერას 26 და 27 მარტს, იაპონიის TBS არხზე ორი სპეციალური ეპიზოდით იწყებს, რის შემდეგაც მოქმედება U-NEXT სერვისზე ყოველ პარასკევს გაგრძელდება. სერიალი მოგვითხრობს მე-19 საუკუნის იაპონიის სპეციალურ პოლიციის ძალებზე, შინსენგუმზე, და კონკრეტულად ჰიჯიკატა ტოშიზოს ისტორიას.