კინო
26 February
„Backrooms“: A24-მა ინტერნეტ ფენომენზე დაფუძნებული საშინელებათა ფილმის პირველი ტიზერი წარმოადგინა
გამოვიდა A24-ის მომავალი საშინელებათა ფილმის, „უკანა ოთახების“ (Backrooms), პირველი ტიზერ თრეილერი. ფილმი, რომელიც ინტერნეტ ფენომენზეა დაფუძნებული, კეინ პარსონსის სარეჟისორო დებიუტია და მასში ჩივეტელ ეჯიოფორი მონაწილეობს. პრემიერა აშშ-ის კინოთეატრებში 2026 წლის მაისში შედგება.