სერიალები
27 February
Netflix-ის ახალი სერიალი „The Boroughs“: „უცნაური ამბების“ შემქმნელებისგან, ოღონდ საპენსიო სახლში
„უცნაური ამბების“ დასრულების შემდეგ, მაყურებელი ახალ მისტიკურ თავგადასავალს ელის. Netflix მალე გამოუშვებს სერიალს „The Boroughs“, რომელიც „უცნაურ ამბებს“ ადარებენ, თუმცა ამჯერად მოქმედება მოხუცებულთა თავშესაფარში ვითარდება, სადაც ხანდაზმული გმირები ბნელ ძალებს უპირისპირდებიან. პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები „დაფერ ძმები“ არიან, მთავარ როლებს კი ალფრედ მოლინა, ჯინა დევისი და ბილ პულმანი ასრულებენ.