ვიდეო თამაშები
13 February
Sony-მ „Marvel Tōkon: Fighting Souls“-ის ახალი ტრეილერი, გამოშვების თარიღი და პერსონაჟები გამოაქვეყნა
Sony Interactive Entertainment-მა PlayStation Studios, Arc System Works და Marvel Games-ის თამაშისთვის „Marvel Tōkon: Fighting Souls“ ახალი ტრეილერი გამოუშვა. 4v4 გუნდური საბრძოლო თამაშის ტრეილერში წარმოდგენილია „Unbreakable X-Men“-ის გუნდის ახალი პერსონაჟები – Wolverine, Magik და Danger, ასევე დასახელდა თამაშის გამოსვლის თარიღი – 6 აგვისტო (7 აგვისტო იაპონიაში).