Paramount-ი G.I. Joe-ს პროექტში Max Landis-ს აბრუნებს, სცენარზე Danny McBride-იც იმუშავებს
როგორც ცნობილი ხდება, Paramount Pictures-ი Hasbro-ს საკულტო ბრენდის, G.I. Joe-ს კინოადაპტაციას გეგმავს. პროექტზე სცენარისტები Max Landis-ი და Danny McBride-ი იმუშავებენ. Landis-ისთვის ეს ჰოლივუდში დაბრუნების შესაძლებლობაა წარსულში მის მიმართ წაყენებული ბრალდებების შემდეგ. სტუდია შესაძლოა ორივე სცენარს ერთ პროექტში გააერთიანოს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით დაუდასტურებელია.