თამაშები
13 February
Assassin's Creed (2007) – ფანების მიერ შექმნილი რემასტერი თამაშს ახალ სიცოცხლეს სძენს
2007 წელს გამოსული Assassin's Creed, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სათამაშო სერიის დასაბამი მისცა, გრაფიკულად მოძველდა. მიუხედავად იმისა, რომ Ubisoft-ს ოფიციალური რემასტერის გეგმები არ გაუჟღერებია, Nexus Mods-ის მომხმარებელმა QTmodz-მა თამაშის სრული ვიზუალური განახლება შექმნა, რომელიც უფასოდ არის ხელმისაწვდომი და თამაშს თანამედროვე იერს სძენს.