ლილ ჯონის შვილის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია: დახრჩობა და ფსილოციბინის მოხმარება
27 წლის ასაკში გარდაიცვალა ნეითან სმიტი, რეპერ ლილ ჯონის ვაჟი, რომელიც ცნობილი იყო როგორც DJ Young Slade. გაკვეთის დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი ფსილოციბინის მოხმარების ფონზე დახრჩობაა, რაც უბედურ შემთხვევად შეფასდა. მისი ცხედარი ჯორჯიაში, სახლიდან გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, აუზში იპოვეს.