მედია და ბიზნესი
09 February
Court TV-ს ახალი მფლობელი ჰყავს: არხი, სავარაუდოდ, 125 მილიონ დოლარზე ნაკლებად შეფასდა
ტელეარხ Court TV-ს ახალი მფლობელი ჰყავს: E.W. Scripps Co.-მ მისი Law&Crime-ისთვის მიყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. Law&Crime მრავალპლატფორმული კრიმინალური და იურიდიული კონტენტის ქსელია, რომელიც დენ აბრამსმა დააარსა და ამჟამად Jellysmack-ის მფლობელობაშია. New York Times-ის ცნობით, გარიგება Court TV-ს 125 მილიონ დოლარზე ნაკლებად აფასებს. დენ აბრამსის განცხადებით, Court TV-ის ბრენდი Law&Crime-ისგან ცალკე შენარჩუნდება და სასამართლო პროცესების გაშუქების მთავარ ცენტრად იქცევა.