ჯილიან ანდერსონი და ჰანა აინბინდერი ჯეინ შონბრუნის ახალ ჰორორში: Mubi-მ პირველი ფოტოები გამოაქვეყნა
Mubi-მ რეჟისორ ჯეინ შონბრუნის უახლესი ჰორორ ფილმის „Teenage Sex and Death at Camp Miamsa“-ს პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. ფილმში მთავარ როლებს ჯილიან ანდერსონი და ჰანა აინბინდერი ასრულებენ. პრემიერა 2026 წლის 7 აგვისტოსაა დაგეგმილი, სიუჟეტი კი ჰორორ ფრენჩაიზის განახლებასა და მის ორიგინალურ ვარსკვლავთან შეხვედრას ეხება. შონბრუნმა ნამუშევარი აღწერა, როგორც „პარასკევი 13“-ისა და „ქალის პორტრეტის ცეცხლში“ ნაზავი.