თამაშები
22 February
LEGO Batman: Legacy of the Dark Knight-ის ღია სამყარო Arkham Knight-საც კი აღემატება
LEGO Batman: Legacy of the Dark Knight სრულად ფოკუსირებულია ახალ ღია სამყაროზე, რომლის ზომაც Rocksteady-ის Arkham სერიებსაც კი გაუწევს კონკურენციას. TT Games-ის ახალი თამაში გთავაზობთ უზარმაზარ გოთემ სიტის რუკას, რომელიც რამდენიმე კუნძულზეა გაყოფილი. დეველოპერები ადასტურებენ, რომ რუკა Arkham Knight-ისასაც კი აჭარბებს, რაც მას ბეტმენის ყველაზე დიდ ღია სამყაროს მქონე თამაშად აქცევს. თამაში გამოდის 29 მაისს.