„ნეონ გენეზის ევანგელიონი“ სრულიად ახალ სერიალს მიიღებს
კულტად ქცეული ანიმე „ნეონ გენეზის ევანგელიონი“ სრულიად ახალი სერიალით ბრუნდება. სერიალის კომპოზიციასა და სცენარზე პასუხისმგებელია Nier-ის რეჟისორი იოკო ტარო. პროექტი თანაპროდიუსერია „ევანგელიონის“ ორიგინალური შემქმნელის, ჰიდეაკი ანოს „სტუდია ხარას“ მიერ. ეს სიახლე 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფესტივალის ბოლოს გამოცხადდა, სადაც სხვა სიახლეებთან ერთად 15-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც იყო წარმოდგენილი. ახალ სერიალზე იოკო ტაროს რეჟისორები კაზუია ცურუმაკი და ტოკო იატაბე შეუერთდებიან, მუსიკას კი კეი