გართობა
30 January
უმიკაზე მინამინოს „ნია ლისტონი: დაუნდობელი ქალწული“ – ანიმე ადაპტაცია ოქტომბერში გამოვა
უმიკაზე მინამინოს ლაით ნოველის „ნია ლისტონი: დაუნდობელი ქალწული“ ანიმე ადაპტაციის ოფიციალური ვებგვერდი ოთხშაბათს გაიხსნა, სადაც დაანონსდა, რომ სერიალის პრემიერა ოქტომბერში შედგება. ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდა თიზერული პრომო ვიდეო, ვიზუალი, მთავარი როლის შემსრულებელი და შემოქმედებითი გუნდი.