სონიქი და გოძილა ერთ კომიქსში: IDW-მ მოულოდნელი ქროსოვერი დააანონსა
IDW-მ დააანონსა სრულიად მოულოდნელი ქროსოვერი „ზღარბი სონიქი x გოძილა“. კომიქსების სერია ამ ზაფხულს გამოვა. სიუჟეტის მიხედვით, მონსტრების მეფე და სხვა კაიჯუები სონიქის სამყაროში აღმოჩნდებიან, რასაც დოქტორი ეგმანი საკუთარი ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენებს. სონიქი და მისი მოკავშირეები შეეცდებიან გიგანტური მონსტრები უკან, თავიანთ სამყაროში დააბრუნონ. ეს ქროსოვერი დიდი ხანია ფანების მოთხოვნა იყო, ხოლო ორივე ფრანჩაიზი ამჟამად პოპულარობის პიკზეა.