სერიალები
03 February
ჯონ ჰემის სერიალი „შენი მეგობრები და მეზობლები“ მესამე სეზონით ბრუნდება
Apple TV+-მა ოფიციალურად დაადასტურა კომედია-დრამა „შენი მეგობრები და მეზობლების“ განახლება მესამე სეზონისთვის. სერიალი, რომელშიც ჯონ ჰემი მთავარ როლს ასრულებს, უკვე მე-2 სეზონის პრემიერამდე ორი თვით ადრე განახლდა, რაც Apple TV+-ის უჩვეულო სტრატეგიას უსვამს ხაზს, რადგან ის ჰიტ სერიალებს ხშირად აგრძელებს მაყურებლის რეაქციების მიღებამდეც კი.