გასართობი
23 February
ახალი „ევანგელიონის“ ანიმე სერიალი 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად
ანიმე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სერიალის, „Neon Genesis Evangelion“-ის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Studio Khara-მ სრულიად ახალი ანიმე სერიალი დააანონსა. პროექტს უხელმძღვანელებენ ცნობილი ვიდეო თამაშების დიზაინერი იოკო ტარო, კაზუია ცურუმაკი და ტორუ იატაბე. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი არაერთხელ დასრულებულად ითვლებოდა, მისი მორიგი დაბრუნება ფანებში შერეულ ემოციებს იწვევს.