საზოგადოება
04 February
„TikTok“-ის სახიფათო ტრენდი: 9 წლის ბავშვმა Needoh Cubes-ის გაცხელებისას სერიოზული დამწვრობა მიიღო
ილინოისში 9 წლის ბავშვმა მძიმე დამწვრობა მიიღო მას შემდეგ, რაც „TikTok“-ზე გავრცელებული ტრენდის მიბაძვით Needoh Cubes-ის სათამაშო მიკროტალღურ ღუმელში მოათავსა. სათამაშო აფეთქდა, რის შედეგადაც ბავშვმა მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო. სამედიცინო ცენტრის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბავშვები ამ ტრენდის გამო დაშავდნენ.