სერიალები
04 February
კლეა დიუვალი და ხორხე ლენდებორგ უმცროსი სერიალ „The Last of Us“-ის მე-3 სეზონს უერთდებიან
HBO-ს სერიალ „The Last of Us“-ის მე-3 სეზონის მსახიობთა შემადგენლობას კლეა დიუვალი და ხორხე ლენდებორგ უმცროსი შეუერთდნენ. დიუვალი შეასრულებს სერაფიტის როლს, ლენდებორგ უმცროსი კი მენის როლში წარსდგება, დანი რამირესს ჩაანაცვლებს. მოსალოდნელია, რომ მესამე სეზონი სერიალის ბოლო თავი იქნება.