პარკ ჩან-ვუკის „არჩევანი არ არის“ დღეიდან ციფრულად ხელმისაწვდომია
პარკ ჩან-ვუკის ახალი ფილმი „არჩევანი არ არის“ (No Other Choice), რომელიც 2026 წლის ოსკარის დაჯილდოების ერთ-ერთ მთავარ „იგნორირებულ“ ფილმად მიიჩნევა, დღეიდან ციფრულად არის ხელმისაწვდომი. დონალდ უესტლეიკის რომანზე „ცული“ დაფუძნებული დრამა მან-სუს ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც სამსახურს ეძებს. ფილმში მთავარ როლებს ლი ბიონ-ჰუნი და სონ იე-ჯინი ასრულებენ. კრიტიკოსებისგან 97%-იანი და მაყურებლისგან 93%-იანი შეფასება მიიღო.