სპორტი
11 February
ნორვეგიელი ბიატლონისტი ოლიმპიური მედალი მოიგო და პირდაპირ ეთერში ღალატი აღიარა
2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ნორვეგიელმა ბიატლონისტმა სტურლა ჰოლმ ლეგრეიდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რის შემდეგაც პირდაპირ ეთერში შოკისმომგვრელი აღიარება გააკეთა ყოფილი შეყვარებულის ღალატის შესახებ. სპორტსმენმა ღრმა სინანული გამოთქვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი გულწრფელობა ურთიერთობის გადარჩენაში დაეხმარება.