ტელევიზია
27 February
„ფრისკო ქინგი“: „ტულსა ქინგის“ სპინ-ოფს ახალი სათაური და ლოკაცია აქვს
სამუელ ლ. ჯექსონის მონაწილეობით სერიალი „ტულსა ქინგის“ სპინ-ოფი ნიუ ორლეანიდან ფრისკოში, ტეხასის შტატში გადავიდა და ახლა „ფრისკო ქინგის“ (Frisco King) სათაურით გამოვა. ტეილორ შერიდანი პირველი სეზონის რვავე ეპიზოდს დაწერს. გადაღებები მომავალ თვეს დაიწყება ფორტ უორტში, ტეხასის შტატში, Paramount+-ის ხელმძღვანელები კი პროექტის მიმართ დიდ აღფრთოვანებას გამოხატავენ.