ჯონათან ლევინი Searchlight Pictures-ისთვის „ჰორორსტორის“ კინოადაპტაციას დაწერს და გადაიღებს
რეჟისორი ჯონათან ლევინი ხელი მოაწერა კონტრაქტს გრედი ჰენდრიქსის 2013 წლის რომანის, „ჰორორსტორის“ კინოადაპტაციის დასაწერად და გადასაღებად Searchlight Pictures-ისთვის. ნოველის, რომელიც მოქმედებას ავეჯის ზებუნებრივ სუპერმარკეტში აბამს, ადრეც არაერთი ადაპტაციის მცდელობა ჰქონდა, მათ შორის, სატელევიზიო სერიალის ფორმატში, თუმცა რეჟისორის პროექტზე მიმაგრება მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.