AI-ის მორიგი მარკეტინგული ტყუილი: ბრედ პიტისა და ტომ კრუზის ვიდეო ყალბი აღმოჩნდა
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ბრედ პიტისა და ტომ კრუზის ავატარები ერთმანეთს ებრძვიან. თავდაპირველად ვიდეოს ავტორმა განაცხადა, რომ ის AI-ის მარტივი პრომპტით შეიქმნა, რამაც ჰოლივუდში განგაში გამოიწვია. თუმცა, როგორც გაირკვა, კადრები ხელოვნური ინტელექტის მორიგი მარკეტინგული „მოტყუება“ იყო. ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ ვიდეო სინამდვილეში ადამიანების მიერ შესრულებული საბრძოლო ქორეოგრაფიაა, ციფრული დამუშავებით, და AI-ის მხოლოდ ნაწილობრივი ჩართულო