კინო სიახლეები
02 March
„ფანტასტიკური ოთხეული“: ჯულია გარნერის Silver Surfer-ის მო-კაპ გადაღებების ახალი კადრები
Marvel Studios-მა გამოაქვეყნა ფილმ „ფანტასტიკური ოთხეული: პირველი ნაბიჯები“-ს გადაღებების ახალი ფოტოები, სადაც ნაჩვენებია მსახიობი ჯულია გარნერი Silver Surfer-ის როლისთვის მო-კაპ კოსტიუმში. გარნერი განასახიერებს პერსონაჟის მდედრობითი სქესის ვერსიას, შალა-ბალს, რამაც თავის დროზე კამათი გამოიწვია. Imaginarium Studios-ის მიერ გავრცელებული კადრები ასახავს მსახიობის მუშაობას პერსონაჟის სილუეტზე, ფორმასა და კოსმიურ დაფაზე მოძრაობაზე.