კრის პაინი და ემა სტოუნი რომანტიკულ კომედია „The Catch“-ში
ჰოლივუდის ვარსკვლავები კრის პაინი და ემა სტოუნი მოლაპარაკებებს აწარმოებენ რეჟისორ დეივ მაკარის ახალ რომანტიკულ კომედია „The Catch“-ში მთავარი როლების შესასრულებლად. ორგზის ოსკაროსანი სტოუნი უკვე დამტკიცებულია პროექტში, რომლის სიუჟეტიც, სავარაუდოდ, ბეისბოლთან იქნება დაკავშირებული. ფილმი შეიძლება გახდეს სტოუნის მომდევნო პროექტი.