ამანდა სეიფრიდმა ახალი ფილმისთვის „ზრდასრულთა შინაარსის“ პროთეზი მოირგო
მსახიობმა ამანდა სეიფრიდმა გაამხილა დეტალები მისი უახლესი კინოპროექტის, „The Testament of Ann Lee“-ის გადაღებების შესახებ, სადაც ეკრანზე ავთენტურობის მისაღწევად მან „ზრდასრულთა შინაარსის“ პროთეზი გამოიყენა. მსახიობმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას „პროთეზირებული უკანა ტანი“ ეკეთა, თუმცა აღნიშნული სცენა საბოლოო ვერსიაში დაფარული დარჩა. მიუხედავად ამისა, სეიფრიდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროთეზის არსებობა მნიშვნელოვანი იყო პერსონაჟის განსახიერებისთვის და ეს „ყოველ შემთხვევისთვის“ გაკეთდა.