კინო სიახლეები
30 January
პოლ დანო კვენტინ ტარანტინოს მკაცრ კომენტარებს პასუხობს – ჰოლივუდის ვარსკვლავები მსახიობს იცავენ
ორი თვის წინ კვენტინ ტარანტინომ პოლ დანო მოულოდნელად გააკრიტიკა და მას „SAG-ის უსუსტესი მსახიობი“ უწოდა. ჰოლივუდის მსახიობები, სცენარისტები და რეჟისორები მაშინვე დადგნენ დანოს დასაცავად, თუმცა თავად მსახიობს ამ დრომდე არ უპასუხია. ახლახან, ფილმის „პატარა მის სინათლე“ 20 წლის იუბილეს ჩვენებაზე, დანომ საბოლოოდ ისაუბრა ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ მადლიერია საზოგადოების მხარდაჭერისთვის.