გასართობი
23 February
"Toaru Anbu no Item" ანიმეს ვიზუალი, მთავარი გუნდი და გამოსვლის წელი დასახელდა
კაზუმა კამაჩის "Toaru Anbu no Item" (A Certain ITEM of the Dark Side) სპინ-ოფ ნოველის ანიმე ადაპტაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოავლინა თიზერ ვიზუალი, მთავარი შემქმნელთა გუნდი და მიმდინარე წელს დაგეგმილი დებიუტი. ანიმეს რეჟისორია ტაცუიუკი ნაგაი, ხოლო პერსონაჟების დიზაინზე შიგეკი კიმუტო იმუშავებს. ასევე, დაგეგმილია პრეზენტაცია AnimeJapan-ის ფარგლებში.