კინო
14 February
ლუკ ბესონის „დრაკულამ“ Vertical Entertainment-ისთვის რეკორდი დაამყარა, მაგრამ კომერციული წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშაა
ლუკ ბესონის ახალმა ფილმმა „დრაკულა: სიყვარულის ამბავი“ დისტრიბუტორი Vertical Entertainment-ისთვის მსოფლიო მასშტაბით 33.6 მილიონი დოლარის შემოსავლით სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა. მიუხედავად ამისა, ფილმის მინიმუმ 50 მილიონდოლარიანი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ის ჯერ კიდევ შორსაა კომერციული წარმატებისგან და გაძლიერებულ კონკურენციასთან ბრძოლა უწევს, თუმცა Vertical-ისთვის ეს მაინც შთამბეჭდავი მიღწევაა.