ინდუსტრიის სიახლეები
04 February
WIA-ს პირველი აღმასრულებელი დირექტორი ჰეილი პორტერი გახდა
ანიმაციისა და გართობის ინდუსტრიის არაკომერციულმა ორგანიზაცია WIA-მ (ყოფილი „ქალები ანიმაციაში“) ჰეილი პორტერი თავის პირველ აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა. პორტერი, რომელსაც 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სფეროში, უხელმძღვანელებს WIA-ს გლობალურ პროგრამებსა და ინიციატივებს, გააძლიერებს საერთაშორისო წარმომადგენლობას, გაზრდის წევრობასა და ფინანსურ მხარდაჭერას.